თებერვალი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის თანამშრომლებთან.
მხარეებმა იმსჯელეს არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებზე, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრას, მაცაცო ნარიმანიძესთან ერთად მოადგილე ოთარ ჩხეიძე და სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი იოსებ ღარიბაშვილი ესწრებოდნენ.
ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის ყოველ დღე, კვირის გარდა, 130 ბენეფიციარს ემსახურება.