• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    15
    აგვისტო
    მემორანდუმი დუშეთის მუნიციპალიტეტსა და სლობჟანკის რაიონს შორის

    დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია უკრაინის ქალაქ სლობოჟანკის თვითმმართველობის მოწვევით აღნიშნულ მუნიციპალიტეტს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ბიზნესის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში.

    მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და სლობოჟანკის მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე ივან კამინსკი. მათ ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მართვის პრაქტიკის, დაგეგმილი პროექტების და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

    სლობოჟანკის თვითმმართველობა დნიეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარეობს და გამოირჩევა დეცენტრალიზაციის რეფორმის შედეგებით, განვითარების მაღალი დინამიკითა და უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლით.

    ვიზიტის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტები და გაეცნენ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს. სლობოჟანკის მუნიციპალიტეტი მეოთხე მუნიციპალიტეტია, რომელთანაც დუშეთის მუნიციპალიტეტმა დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა.