• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    13
    იანვარი
    მესამე დღეა დუშეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

    🌨მესამე დღეა დუშეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის.

    ❄ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ დროისათვის შესაბამისი სამუშაოების განხორციელება საჭირო გახდა მჭადიჯვრის, ჭონქაძის, ჟინვალის, ბაზალეთის, ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და ქალაქ დუშეთში.

    ⚠️ შეგახსენებთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი თოვა.

    🔴შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გთხოვთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.