მერიის სიახლეები
დეკემბერი
მთის საერთაშორისო დღეს, 11 დეკემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლომლები "არაგვის განვითარების ჯგუფისა" და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის "ფიფლ ინ ნიდის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ.
მეფუტკრეობის რეგიონულ ცენტრში გამართული გამოფენის მიზანს ფშავში, გუდამაყარსა და პირაქეთა ხევსურეთში არსებული იმ სხვადასხვა პროდუქციისა თუ მომსახურების პოპულარიზაცია წარმოადგენდა, რომლებიც არაგვის ბრენდის ქვეშ ერთიანდებიან და ხარისხიანი პროდუქტის შექმნასა თუ შეთავაზებაზე არიან ორიენტირებულნი.
ცნობისათვის, წელს მთის საერთაშორისო დღის მთავარ თემას მთაში მდგრადი ტურიზმის განვითარება და მისი ხელშეწყობა წარმოადგენს.