მერიის სიახლეები
ოქტომბერი
2023 წლის 24 ოქტომბერს, 14:30 სთ-დან 16:00 სთ-მდე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, დუშეთის კულტურის ცენტრში, მოსახლეობასთან საანგარიშგებო შეხვედრას გამართავს, სადაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივ მოსახლეობას 2024 წლის ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტებს გააცნობს, რომლის შემუშავებასაც წინ უძღვოდა მოსახლეობის ფორუმის (დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელი) მოწყობა მუნიციპალიტეტის 100-ზე მეტი მცხოვრების მონაწილეობით.
ღონისძიების ორგანიზებაში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი უწევს პროექტის: „მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით“ ფარგლებში. პროექტი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება