• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    ივნისი
    „მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ბავშვზე და ბავშვიან ოჯახზე მორგებულ სოციალურ პროგრამირებაში“ შესახებ

    ✅ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, UNICEF-ის მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა პროექტის „მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ბავშვზე და ბავშვიან ოჯახზე მორგებულ სოციალურ პროგრამირებაში“ შესახებ, რომელიც თვითმმართველ ერთეულებს ბავშვის საჭიროებაზე მორგებული სოციალური პროგრამების შემუშავებაში ეხმარება.

    ✅ პროექტის ამოცანაა, ადგილობრივი სოციალური პროგრამირების სრული ციკლისთვის განხორციელდეს საჭიროებათა კვლევა - პროგრამების შემუშავება და მისი მონიტორინგი. ასევე, მეთოდოლოგიური დოკუმენტებისა და შესაბამისი ინსტრუმენტების შექმნა და დანერგვა.

    ✅ პროექტის ფარგლებში შექმნილია საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და პროექტის ექსპერტებს შორის სამუშაო პროცესს უფრო მოქნილს და ეფექტიანს ხდის.

    ✅ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე საჯარო, არასამთავრობო სექტორის და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.