მაისი
ცხადდება კონკურსი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის და ქალაქის აღმნიშვნელი სტელების შეცვლის მიზნით.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ მუნიციპალიტეტის და ქალაქის აღმნიშვნელი სტელების შეცვლის პროცესში.
დაინტერესებულ პირებს, შეგიძლიათ წარმოადგინოთ მოსაზრებები ესკიზის სახით მიმდინარე წლის 5 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისია განიხილავს შემოსულ წინადადებებს და შეარჩევს საუკეთესოს.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ:
ელ. ფოსტა - info@dusheti.gov.ge
წარმოგიდგენთ შესაცვლელი სტელების ფოტო მასალას.