• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    25
    აპრილი
    მუნიციპალურ დონეზე მიმდინარე პროგრამების შესახებ ცოდნის, ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარების, ასევე, სერვისების ერთობლივად მიწოდების ხელშეწყობის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ინტერმუნიცი

    მუნიციპალურ დონეზე მიმდინარე პროგრამების შესახებ ცოდნის, ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარების, ასევე, სერვისების ერთობლივად მიწოდების ხელშეწყობის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმა დაფუძნდა.

    აღნიშნულთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრა ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, დიმიტრი ზურაბიშვილთან ერთად გახსნა.

    პლატფორმა, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩამოყალიბდა, მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს.

    გამომსვლელებმა მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ჯეროვნად აღსრულების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს მნიშვნელოვან ჩართულობაზე გაამახვილეს ყურადღება.

    შეხვედრაში, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტთან- მაცაცო ნარიმანიძეთან ერთად ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლაშა არჩვაძე და ევროპის საბჭოს ექსპერტი ნინო ზურაბიშვილი, ასევე მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის თვითმმართველი ერთეულების პირველი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

    შეხვედრის პირველი ნაწილი ინტერმუნიციპალური პლატფორმის კონცეფციისა და საქმიანობის წესის განხილვას დაეთმო.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, ასევე ისაუბრა მუნიციპალიტეტის გამოცდილებაზე და საჭიროებაზე დაფუძნებული სოციალური პროგრამირების შესახებ, რის შემდეგაც, მონაწილეებმა პლატფორმის მორიგი სხდომის დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.