• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    22
    თებერვალი
    მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ-საჯარო განხილვა

    21 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე ა(ა)იპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის თანამშრომლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად დაესწრო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ-საჯარო განხილვას "ყაზბეგის, ფშავ ხევსურეთის და თუშეთის დამაკავშირებელი საფეხმავლო ტურისტული ბილიკების და სამთო ქოხების" პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტის შესახებ.

    შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, თუშეთის ეროვნული პარკისა და ყაზბეგის ეროვნული პარკის წარმომადგენლების მიერ განხილულ იქნა 204 კმ-იანი ბილიკის მოწყობისა და 7 ალპური ქოხის განთავსების დეტალები.

    აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDPIII) ფარგლებში და ფინანსდება

    მსოფლიო ბანკის მიერ.

    ამასთან გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს მანანა (მაცაცო) ნარიმანიძეს დაუდასტურდა კოვიდ-19, იგი გადასულია თვითიზოლაციაში და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.