• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    22
    ივნისი
    „მუნიციპალური სოციალური სერვისების მონაწილეობითი დაგეგმვა ახალციხის, ბოლნისის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში“

    საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტის განხორციელება - „მუნიციპალური სოციალური სერვისების მონაწილეობითი დაგეგმვა ახალციხის, ბოლნისის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში“.

    აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ტრენინგი რომელსაც მერის პირველ მოადგილესთან ვასილ წიკლაურთან ერთად ესწრებოდნენ მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

    პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საპილოტე მუნიციპალიტეტებში სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვის მიდგომის დანერგვას.

    პროექტის ექსპერტთა გუნდი იმუშავებს სამ სქაპილოტე მუნიციპალიტეტთან, რათა დაეხმაროს მათ მუნიციპალური სოციალური პროგრამებისთვის სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირებაში, საჭიროებების გამოვლენასა და ადგილობრივი თემის ჩართულობით პროგრამების დაგეგმვაში