ივნისი
ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მხარდაჭერით, მუსიკალური ფესტივალი “ვიოლინოს გასაღები” ჩატარდა.
ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობა მიიღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლის, მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და კულტურის სახლის მოსწავლეებმა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საჩუქრები და დიპლომები გადაეცა შემდეგ ნომინაციაში გამარჯვებულებს:
გრანპრი - სოფელ საშაბუროს საჯარო სკოლა, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლი.
I ადგილი - დაბა ჟინვალის საჯარო სკოლა,
სოფელ ბულაჩაურის საჯარო სკოლა,
II ადგილი - დაბა ფასანაურის N2 საჯარო სკოლა,
დუშეთის სახელოვნებო სკოლა,
III ადგილი - სოფელ შუაფხოს სახელოვნებო სკოლა,
დაბა ფასანაურის N1 საჯარო სკოლა,
ჟიურის სიმპათია - დუშეთის N1 საჯარო სკოლა,
არტისტიზმი - სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლა,
ყველაზე პატარა მონაწილე- ჟინვალის კულტურის სახლი.
ფესტივალ-კონკურსის ყველა მონაწილეს სპეციალური დიპლომები გადაეცა.
მოსახლეობასთან ერთად, ფესტივალს ესწრებოდნენ მერიის კულტურის სამსახურის, ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისა და დუშეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები.