მერიის სიახლეები
მაისი
დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა.
შემოქმედებით საღამოს დაესწრნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მერის მოადგილეები — ბესიკ ბიჩნიგაური და თამაზ ფოლოდაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ასლამაზიშვილი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ რეგიონულ კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ მცხეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.
შემოქმედებითი საღამო სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მცხეთა-მთიანეთის დელეგატისა და მუნიციპალიტეტების მერების ინიციატივით, პირველად 2025 წლის 27 მაისს ჩატარდა და ტრადიციული სახე მიიღო. ღონისძიებას გასულ წელს ქალაქმა მცხეთამ, ხოლო მიმდინარე წელს ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლმა უმასპინძლა


