მერიის სიახლეები
დეკემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ა(ა)იპ ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტისა და ა(ა)იპ „ჩვენ-ჯანსაღი მომასავლისათვის“ ორგანიზებით, მერიის თანამშრომელთათვის მუნიციპალური ნარჩენების მართვის მიმართულებით სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ცხაკაიამ მონაწილეებთან ერთად საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები მიმოიხილა გარემოს დაცვის სფეროში, მათ შორის იყო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები ადგილობრივი თვითმართველობისათვის.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნარჩენების სეპარირების მნიშვნელობაზე, რომელიც აქამდე კანონმდებლობაში სარეკომენდაციო სახეს ატარებდა, თუმცა მომავალ პერიოდში საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება და რეციკლირება ადგილობრივი ხელისუფლებისათვის კანონმდებლობით გახდება სავალდებულო. ამ მიმართულებით, შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებზეც იმსჯელეს.
სემინარი გაიმართა პროექტის "სუფთა გარემო ჯანსაღი რეგიონისთვის" ფარგლებში , რომლის მიზანია მონიტორინგი გაუწიოს მუნიციპალური ნარჩენების მართვის პროცესს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით.