მარტი
ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში ნოდარ ოდიშელიძის ლექსების კრებულის ,,იმედის ციხე" პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ავტორმა მკითხველებს საკუთარი შემოქმედება წარუდგინა.
ღონისძიებაზე ავტორის შემოქმედების შესახებ ისაუბრეს პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა, ფშაური ლექსის და კაფიის მთქმელმა ცოტნე ალბუთაშვილმა, მელექსე ზაურ წოწკოლაურმა, ფილოლოგმა ბაბუა ალუდაურმა და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი ფარეშიშვილმა.
პრეზენტაციას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ცნობისათვის, ადგილობრივ პოეტს საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე 2022 წელს ხალხური ზეპირსიტყვიერების ნომინაციაში სპეციალური ჯილდოც გადაეცა.