• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    8
    ნოემბერი
    8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა

    🔷️1837 წლის 8 ნოემბერს, ყვარელში დაიბადა ილია ჭავჭავაძე - ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნასა და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში.

    ➡️მისი სახელი ასევე დაკავშირებულია ქალაქ დუშეთთან, რადგან იგი 1864 - 1873 წლებში დუშეთის მაზრაში მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა, ხოლო ამ სასამართლოს შენობას 2013 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

    🇬🇪ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმიდანად, სახელით წმიდა ილია მართალი.