• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    25
    აპრილი
    ოთარ ჩხეიძე მჭადიჯვრისა და ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე საპროექტო სამუშაოებს გაეცნო

    ✅️დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან იოსებ ღარიბაშვილთან ერთად, მჭადიჯვრისა და ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე საპროექტო სამუშაოებს გაეცნო.

    🔷️აღსანიშნავია, რომ სოფელ მჭადიჯვარში ამ ეტაპზე დასასრულს უახლოვდება საბავშვო ბაღის შენობის და ეზოს კეთილმოწყობის პროცესი. 385 627 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია მშენებლობის, შიდა წყალ-კანალიზაციის, გათბობა-ვენტილაციის, განათების, არსებული ინვენტარის ჩანაცვლების, ეზოს შემოღობვის და სათამაშო ატრაქციონების მოწყობის სამუშაოები.

    🔷️რაც შეეხება ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ სოფელ არღუნში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. 485 000 ლარის ღირებულების პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკებას, სანიაღვრე არხების მოწყობას და გზის სავალი ნაწილის ასფალტო-ბეტონის საფარით დაფარვას.

    🔷️აგრეთვე სოფელ ტონჩაში მიმდინარეობს 850 323 ლარის ღირებულების სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის დასრულების შედეგადაც სოფლის მაცხოვრებლებს წყლის მიწოდების პრობლემა მოუგვარდებათ.

    ▶️"აღნიშნული პროექტები დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით და მათი დროული და ხარისხიანი შესრულება ჩვენი პრიორიტეტია " - განაცხადა ოთარ ჩხეიძემ.