ოქტომბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი სამართლებრივი საკითხების კონსულტანტთან ნოდარ კობიაშვილთან ერთად სამუშაო ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის ქალაქ შაკიაიში იმყოფებოდა, სადაც ურთიერთთანამშრომლობის ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს, უკრაინის, ლატვიისა და ლიეტუვას თვითმმართველობებს შორის.
ადაჟის, შაკიაის, სლობოჟანკას და დუშეთის მუნიციპალიტეტების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას შემდეგ სფეროებში: საჯარო სივრცეების განვითარება, კულტურა, განათლება, სპორტი, ჯანდაცვა, ბიზნესი, ტურიზმი და გარემოს დაცვა. მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია საერთაშორისო ინიციატივებსა და საინვესტიციო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა.
ვიზიტის ფარგლებში, ხელმომწერმა მხარეებმა მოინახულეს ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტები და გაეცნენ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს.