ოქტომბერი
2 ოქტომბერი ცნობილი ქართველი მწერლის, პოეტის, სცენარისტისა და რეჟისორის - გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა. მას წელს 70 წელი შეუსრულდებოდა.
გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა.
თარიღთან დაკავშირებით, პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კახაბერ ჩიტაურმა, მოადგილეებთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მწერლის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
„ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ ვიმყოფები გოდერძი ჩოხელის საფლავზე. ამ ადამიანმა ცხოვრების განმავლობაში შექმნა არაერთი შედევრი. მისი სულის უკვდავსაყოფად და პატივის მისაგებად მწერლის საფლავი გვირგვინით შევამკეთ,“- განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.