• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    18
    ოქტომბერი
    17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანთა დღე აღინიშნება

    ➡️თარიღთან დაკავშირებით, ადგილობრივმა ვეტერანებმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გოჩა ქავთარაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს წარმომადგენელმა ბადრი პაპიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ქ. დუშეთის ძმათა სასაფლაო და აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

    ✅️დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი დღეს აგრეთვე იმყოფებოდა მჭადიჯვრის საჯარო სკოლაში, სადაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსთან გოჩა ნაყეურთან, ვეტერანებთან, პედაგოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად აფხაზეთში დაღუპული ადგილობრივი მებრძოლების ხსოვნის აღსანიშნავი მემორიალური დაფა გახსნა.

    ➡️"მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მადლობა გითხრათ თქვენი თავდადებისათვის, რადგან რომ არა თქვენნაირი გულანთებული ადამიანები, ჩვენ აქ ახლა ასე ერთად ვერ ვიდგებოდით. დიდება გმირებს, ვინც თავი შესწირა ჩვენი სამშობლოს და ჩვენი მომავალი თაობის მშვიდობიან მომავალს!" - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

    🔷️ღონისძიების დასასრულს, მაცაცო ნარიმანიძემ მუნიციპალიტეტის სახელით, საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილ 10 ომის ვეტერანს სიმბოლური სასაჩუქრე პაკეტი გადასცა.

    ✅️აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. დღეისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000-მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების (ავღანეთი, უნგრეთის) მონაწილეები.