• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    17
    მაისი
    ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ ჩიტაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა, მერის მოადგილეებმა - ბესიკ ბიჩნიგაურმა და თამაზ ფოლოდაშვილმა, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, საყოველთაო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.

    რეგიონის მოსახლეობის მსვლელობა ქალაქ მცხეთაში, ბებრისციხის მიმდებარე ტერიტორიიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე გაიმართა.

    საზეიმო მსვლელობაში ასევე მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი, მოადგილეები - გვანცა ესტატიშვილი, ლევან შერმადინი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

    17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს გამოცხადდა