ნოემბერი
პროექტ „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში კენჭისყრის შედეგები ცნობილია!
სასოფლო დასახლებებიდან კენჭისყრაზე გადასული 53 საპროექტო იდეიდან ყველაზე მეტი ხმა მიიღო ორმა წინადადებამ:
დაბა ჟინვალში სპორტული მოედნის, ტრენაჟორების მოწყობა - 497 ხმა;
გავხადოთ დუშეთის ხევი უსაფრთხო - 437 ხმა;
ვულოცავთ იდეის ავტორებსა და მის მხარდამჭერებს.
საპროექტო იდეების დაფინანსებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იქნება 500 000 ლარი.
პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო
თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში.