• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    18
    მარტი
    პროექტი "არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის"

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების შესახებ.

    არაგვის პროგრამების მენეჯერმა ვოიტეჰ კუბეჩმა, პროექტის "არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის" ეროვნულმა კოორდინატორმა კახა ბახტაძემ და ა(ა)იპ “არაგვის დაცული ლანდშაფტის“ დირექტორმა იაგო წოწკოლაურმა ლანდშაფტში არსებულ სიტუაციაზე, უკვე განხორციელებულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

    ამ ეტაპისთვის უკვე მომზადებულია ზონირების რუკა და არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმა, თუმცა იგეგმება ახალი მარშრუტების მარკირება ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით. ჩეხი ექსპერტები აგრეთვე ჩაატარებენ პროფესიულ ვორქშოპს დაცული ლანდშაფტის და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერებთან, ხოლო ადგილობრივ სკოლებთან თანამშრომლობით იგეგმება ეკო-განათლების მიმართულებით მუშაობა.

    საქართველოში საელჩოს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა იანა ზელინგეროვამ და მცხეთა -მთიანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ინიციატივის (DMI) დირექტორმა ანა ზვიადაურმა აქცენტი უსაფრთხო ტურიზმის განვითარებაზე გააკეთეს, რაც აგრეთვე მოიცავს ლანდშაფტის თანამშრომლების აღჭურვას GPS ნავიგატორებით და დანიშნულების მართვის ინიციატივის (DMI) ვებ-გვერდზე ლანდშაფტის შესახებ მეტი ინფორმაციის განთავსებას (https://www.mtskheta-mtianeti.com/en/destination/dusheti/) .

    შეხვედრის დასასრულს მხარეები აქტიურ თანამშრომლობაზე და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ.