6
ივლისი
ივლისი
ჟურნალისტ ნაზი შამანაურს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა
ჟურნალისტ ნაზი შამანაურს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.
თარიღთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნუკრი უნდილაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ასლამაზიშვილთან და ქალაქ დუშეთში მერის წარმომადგენელ შალვა ინაშვილთან ერთად, ნაზი შამანაურის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
ასევე, ქალაქ დუშეთში მდებარე წმინდა ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ვლადიმერმა (დიდებაშვილი), ჟურნალისტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ნაზი შამანაურის ხსოვნას პატივი აგრეთვე მიაგეს თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.


