მერიის სიახლეები
აპრილი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი დუშეთის ა(ა)იპ „უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ბენეფიციარებს ესტუმრნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბენეფიციარების დახმარება რეალურად ქმედითი იყოს, მაქსიმალურად ვცდილობთ გვერდში დავუდგეთ და დახმარება გავუწიოთ და იმედი მაქვს დღეს მათთვის მცირედი სადღესასწაულო განწყობაც შევქმენით“ - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.