• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    4
    აპრილი
    საგანამანათლებლო ლექცია

    ა(ა)იპ ალ. როინაშვილის სახ. საბიბლიოთეკო გაერთიანების ჭოპორტის ინოვაციების ცენტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს " ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” საგანამანათლებლო ლექციას უმასპინძლა.

    საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ჩართულობისა და ინფორმირებულობის გაზრდაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს.

    შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, დასასრულს კი ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, მკითხველებს და სხვა მსმენელებს გადაეცათ გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

    ცნობისათვის, 4 აპრილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის "ნატო"-ს შექმნის დღეა, რომელიც 1949 წლის 4 აპრილს დაფუძნდა.