მაისი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეებთან და მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მოწვეულმა სპიკერმა გიორგი ცხვიტავამ მონაწილეებთან ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და თანამშრომლობლობის ეტაპებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.