აგვისტო
დუშეთის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე 4 კმ-მდე გზა მოასფალტდა, ამ ეტაპზე კი, ჯამში, 18 კმ-მდე გზის მოასფალტების სამუშაოები გრძელდება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სამუშაოები უკვე შესრულდა:
ქ. დუშეთში - ლადო ასათიანის ქუჩაზე, ე.წ. ნიშკაკლის სტადიონთან;
ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოპორტში;
მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუახევში;
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოეწყო ბეტონის საფარი:
ქ. დუშეთში - გ. რჩეულიშვილის ქუჩაზე, მილანხვრიანთ დასახლებაში;
ამ დროისთვის კი პროექტები მიმდინარეა:
დუშეთში - კარიაულთ დასახლებაში, მ. კოსტავას ქუჩის მონაკვეთზე, მიხა ხელაშვილის ქუჩაზე (შალიკიანთ დასახლება); დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე (კობიაანთ დასახლება) და სოფლებში - წითელსოფელში, თანიაანთკარში, ლაფანაანთკარი-დავათში, პირმისაანთკარში, ბახანიდან მაქართამდე და მლეთაში.
აღსანიშნავია, რომ გარდა მოასფალტებისა, ინტენსიურად განხორციელდა მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოებიც. ამ კუთხით, ბოლო 7 თვის განმავლობაში, ჯამში 12 ლოკაციაზე, 28 კმ-ზე მეტი გზა კეთილმოეწყო.