ნოემბერი
5-6 ნოემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული ქალი მეწარმეებისათვის სასწავლო ტრენინგების ციკლი გაიმართა.
ასოციაცია "ელკანას" ექსპერტმა დავით თარიმანიშვილმა, მონაწილეებთან
ბიზნესის ფუნქციონირების ეტაპები, ბრენდინგის მნიშვნელობა, ღირებულებათა ჯაჭვის პრინციპები, ხელმისაწვდომი ბაზრის სტრუქტურა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.
ცნობისათვის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, აღნიშნული სწავლების ეტაპზე გადავიდა 39 აპლიკანტი.