ივნისი
ორგანიზაცია Zinc Network, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, USAID-ისა და FCDO-ს (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო) ფინანსური მხარდაჭერით, უკვე 9 თვეა საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პანდემიასთან და საედიცინო სფეროში მიმდინარე სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დუშეთში, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს უშუალოდ მოსახლეობასთან შეხვედრას და მათ ინფორმირებას კოვიდ-19-თან და ვაქცინებთან დაკავშირებით.
შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში გაიმართა, ესწრებოდნენ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი, მუნიციპალიტეტში მომუშავე სამედიცინო პერსონალი, ოჯახის ექიმები.
დარგის სპეციალისტებმა დაინტერესებულ მოქალაქეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს და განიხილეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები