• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    29
    ნოემბერი
    საინფორმაციო შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხრის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში

    ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხრის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

    შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ისაუბრეს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის თაობაზე - „არა ფემიციდს“. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ფემიციდის პრევენციის კუთხით ერთობლივი მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის, მხარდაჭერისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესზე.

    პროკურატურის წარმომადგენლებმა მოისმინეს შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულის შესახებ, მათი უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს და ასევე ისაუბრეს ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე.

    შეხვედრას დაინტერესებულ პირებთან ერთად ესწრებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი.

    ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.