• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    19
    სექტემბერი
    საინფორმაციო შეხვედრა

    ✅ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გოჩა ქავთარაძემ და ზრუნვის სააგენტოს რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი უნდილაშვილმა, მერიის თანამშრომლებისათვის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ვასილ წიკლაურთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

    💬საუბრის მთავარი თემა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით არსებულ სახელმწიფო პროგრამებს შეეხებოდა.

    ➡️შეხვედრას მერიის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, შესაბამისი სამსახურებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები.

    ▶️შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის ქვეპროგრამები, რომლებიც გულისხმობს ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

    ▶️ამასთან, სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მოსახლეობის სწორი ინფორმირება არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამისათვის კი, მხარეებს შორის აქტიური და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.

    ✅თავის მხრივ კი, შეხვედრის მონაწილეებმა - შესაბამისი სამსახურების, ა(ა)იპ-ებისა და მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში, მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ თემის შესახებ ადგილობრივებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით ინტენსიურად იმუშავებენ.