ივნისი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებისათვის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის(EDEC) მიერ ორგანიზებული ტრენინგი გაიმართა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაცნობა მოქალაქეთა ჩართულობის ასამაღლებლად.
ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი ლილი ფულარიანი.
ტრენინგი პროექტის ,,მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც განათლების
განვითარებისა და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის მიზანია საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ამბროლაური, დუშეთი) ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ღია დიალოგის ხელშეწყობა და
მოსახლეობის მონაწილეობითი როლის გაზრდა ადგილობრივი მნიშვნელობის
საკითხების გადაწყვეტის პროცესში.