• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    13
    სექტემბერი
    სამუშაო შეხვედრა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით

    ✅ მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ პირველ მოადგილესთან ვასილ წიკლაურთან ერთად ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა.

    🔷 შეხვედრაზე რეგიონალურ საზედამხედველო შპს “მშენ-ექსპერტის“ წარმომადგენლებთან, კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლებთან და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან მხარეებმა დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, შეაფასეს მიმდინარე სამუშაოების პროცესი.

    🔷 "მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება და ჩვენი მიზანია თითოეული პროექტი დროულად დასრულდეს ." - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

    🔵მსგავსი ტიპის შეხვედრები, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტების მონიტორინგისა და სამუშაოების ხარისხის შემოწმების მიზნით, ყოველკვირეულად იმართება.