მერიის სიახლეები
ნოემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად და ვადებში შესრულებაზე კონტროლი და იმ მიზეზების გარკვევა იყო, რაც სამუშაოებს აფერხებს.
მანანა ნარიმანიძემ კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია არსებული პრობლემების შესახებ.
დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე სამუშაოები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს მითითება მისცა რომ ყოველდღიურ რეჟიმში გაკონტროლდეს თითოეულ ობიექტზე, როგორც შესრულებული სამუშაოების ხარისხი, ისე ვადები