• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    4
    აპრილი
    სამუშაო შეხვედრა

    ✅ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა.

    🔹 შეხვედრას მერის მოადგილე - ოთარ ჩხეიძე, შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები, კონტრაქტორი კომპანიები და რეგიონული სამშენებლო საზედამხედველო შპს "მშენ-ექსპერტის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    ✅ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

    თათბირზე, მაცაცო ნარიმანიძემ მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის საუბარი შეეხო გზების სარიაბილიტაციო სამუშაოებს.

    მაცაცო ნარიმანიძემ მშენებლობებზე არსებული პრობლემური საკითხების მოგვარებაზე და გადაჭრის გზებზე ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი პროექტების დროულად და ხარისხიანად დასრულებაზე გააკეთა.

    🔹 მსგავსი ტიპის შეხვედრები, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტების მონიტორინგისა და სამუშაოების ხარისხის შემოწმების მიზნით, ყოველკვირეულად იმართება.