• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    15
    ივნისი
    სამუშაო შეხვედრა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, დაცული ლანდშაფტის ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა.

    შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდი - CNF-ის წარმომადგენლებთან ერთად,

    განიხილა დაცული ლანდშაფტის მართვის პროცესში არსებული მიღწევები და გამოწვევები.

    საუბარი შეეხო ლანდშაფტის ეფექტურ მართვასა და კოორდინირებული მუშაობის საჭიროებას.

    შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, ა(ა)იპ “არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელი ნატო წყარუაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები