მერიის სიახლეები
მარტი
დუშეთის მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ხელშეწყობით, 11 მარტს ქ.დუშეთში მცხეთა-მთიანეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაში გაიმართა 3x3 კალათბურთში.
ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ სოფ. საგურამოს, ქ. დუშეთის N1, დაბა თიანეთის N1, ახალგორის(წეროვნის N3) საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები და სოფ.ძეგვის, სოფ.მჭადიჯვრისა და დაბა თიანეთის საჯარო სკოლების გოგონათა გუნდები.
საპრიზო ადგილზე გავიდნენ:
გოგონები:
I - ადგილი სოფ.ძეგვი
II- ადგილი დაბა თიანეთი
III-ადგილი სოფ მჭადიჯვარის საჯარო სკოლა.
ვაჟები:
Iადგილი- სოფ.საგურამო
IIადგილი- დუშეთის N1 საჯარო სკოლა
IIIადგილი- ახალგორი(წეროვნის N3) საჯარო სკოლა.
შეჯიბრს ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ჯონი ბერუაშვილი, საკრებულოს სოციალურ და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მცხეთა-მთიანეთის კოორდინატორი ელენე ზურაბიშვილი, მერიის განათლების,კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური, ა(ა) იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დირექტორი ლევან შერმადინი და განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით ოსეფაშვილი.
საპრიზო ადგილზე გასულ სკოლებს თასები, მედლები და შესაბამისი სიგელები გადაეცათ .