• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    15
    ნოემბერი
    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი

    საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან

    გარემოსდავით და სოციალურ ვალდებულებათა გეგმის, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგისა, შრომითი ურთიერთობების მართვის პროცედურისა და განსახლების ჩარჩო დოკუმენტის თაობაზე

    საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია განავითაროს სოფლის მეურნეობის დარგი და ხელი შეუწყოს მცირე ფერმერების და აგრობიზნესის, ეფექტურად და მიზნობრივ განვითარებას. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა ერთიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელება სოფლის მეურნეობის სფეროში კერძოდ, წყლისა და მიწის რესურსების სწორედ და ეფექტურ მართვაში.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წელს დაიწყო მსოფლიო ბანკის ახალი საინვესტიციო პროექტი – „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი“- რომელიც მიმართულია მდგრადი და პროდუქტიული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.  პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 150 მლნ დოლარს, რომელიც თანაბრადაა გაყოფილი (50/50) მსოფლიო ბანკის სესხსა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის.

    საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოსდაცვითი და სოციალური დოკუმენტაციის გაცნობა/განხილვა.

    (1) გარემოსდავით და სოციალურ ვალდებულებათა გეგმა, (2) დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა, (3) შრომითი ურთიერთობები მართვის პროცედურა, და (4) განსახლების ჩარჩო დოკუმენტი.

    გაცნობებთ რომ, შეხვედრები ჩატარდება 2023 წლის 6 დეკემბერს 12:00 საათზე. მისამართი: ქ. დუშეთი, შ.რუსთაველის 27, მერიის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზი.

    განსახილველი დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებ-გვერდზე- https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34061 და მუნიციალიტეტების ვებ გვერზე განცხადება საკონსულტაციო შეხვედრის შესახებ გამოკრულია მუნიციპალიტეტების საინფორმაციო დაფაზე.

    წინასწარი გაცნობისთვის დოკუმენტების ამობეჭდილი ვერსიები ხელმისაწვდომია მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის ოფისში, მისამართი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი #6 და მუნიციპალიტეტის შენობა ქ. დუშეთი, შ.რუსთაველის ქ.#27. შეკითხვებისთვის და მოსაზრებებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებული საკომუნიკაციო არხებით:

     

    აღწერილობა

    ხობის მუნიციპალიტეტი

    დამკვეთი:

    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

    მიმართვა:

    თინათინ ცოცხელაშვილი

    მისამართი:

    ქ.დუშეთი, შ.რუსთაველის ქ..27

    ელექტრონული მისამართი:

    info@dusheti.gov.ge

    ვებგვერდი:

    https://www.dusheti.ge

    ტელეფონი:

    + 595156485

     

    აღწერილობა

    მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტიი

    დამკვეთი:

    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

    მიმართვა:

     კომუნიკაციების სპევიალისტი ეკატერინე გურგენიძე

    მისამართი:

    მარშალ გელოვანის გამზირი 6

    ელექტრონული მისამართი:

    Ekaterine.gurgenidze@mepa.gov.ge

    ვებგვერდი:

    www.//mepa.gov.ge

    ტელეფონი:

    + 555 593 788