მაისი
26 მაისთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის აქტივობები მიმდინარეობდა:
ქალაქ დუშეთის შემოსასვლელში, აფხაზეთში დაღუპულ მეომართა მემორიალზე სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით საზეიმოდ აღიმართა საქართველოს დროშა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო 1918 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა.
ბაზალეთის ტბის მიმდებარედ გაიმართა ტრადიციული დოღი, რომლის გამარჯვებულებსაც მუნიციპალიტეტისგან სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ;
ქალაქ დუშეთის საჭიდაო არენაზე აგრეთვე გაიმართა ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, ხოლო კულტურის ცენტრში შეჯიბრი მოყვარულ მოჭადრაკეებს შორის;
დღის ბოლოს ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლის სცენაზე მოყვარულმა მსახიობებმა საქართველოს ისტორიის გამორჩეული მომენტები ნანა კაიშაურის საავტორო სპექტაკლით "კიდევაც დაიზრდებიან" წარმოადგინეს.
ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ჩიფჩიური და გიორგი კაპანაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური და საკრებულოს სოციალურ და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი.
"ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომლის მოპოვებასაც, საუკუნეების განმავლობაში უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. თავისუფლების ამ დიდ მონაპოვარს კვლავ შრომა და გაფრთხილება სჭირდება და მჯერა რომ მომავალი თაობა ამას ნამდვილად შეძლებს" - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.