ივნისი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ საქართველოში ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელ იანა ზელინგეროვასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საუბრის მთავარ თემას არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები წარმოადგენდა. მხარეებმა
განიხილეს ლანდშაფტში არსებული სიტუაცია, უკვე განხორციელებული ნაბიჯები და დაგეგმილი ღონისძიებები.
ამ ეტაპისთვის უკვე მომზადებულია ზონირების რუკა და არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმა. იგეგმება ახალი მარშრუტების მარკირება ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ასევე, ადგილობრივ სკოლებთან თანამშრომლობით იგეგმება ეკო-განათლების მიმართულებით მუშაობა.
აღნიშნული პროექტის მიზანია დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მუდმივად ან სეზონურად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოციალური მომსახურებისა და განათლების განათლების სფეროს მხარდაჭერა.
შეხვედრაზე აქცენტი უსაფრთხო ტურიზმის განვითარებაზე გააკეთეს, რაც აგრეთვე მოიცავს ლანდშაფტის თანამშრომლების აღჭურვას GPS ნავიგატორებით. ასევე, ისაუბრეს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე და მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ტურისტული პოტენციალის უკეთ გამოყენების გზით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები.
შეხვედრის დასასრულს მხარეები აქტიურ თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ.