• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    სექტემბერი
    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

    მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივ საზოგადოებასთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

    როგორც სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის სისტემური რეგისტრაცია გეგმა–გრაფიკის მიხედვით განხორციელდება. სააგენტოს საველე ჯგუფები ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი სამუშაოებს მესაკუთრეების თანდასწრებით განახორციელებენ. პროცესი სრულად ელექტრონულია – საამზომველო ჯგუფები შესაბამის ოქმებს ელექტრონულად შეავსებენ, რითიც ტექნიკური ხარვეზები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, ხოლო საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საკუთრების უფლების საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობას სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევენ.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას 2022 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს. ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) 3 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთები ეტაპობრივად აიზომება და და კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდება, რითაც შეიქმნება სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემთა ბაზა.

    ცნობისათვის, მიმდინარე წლის სექტემბრიდან აღნიშნული პროცესი მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყება, ხოლო სხვა კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://slr.napr.gov.ge/schedule

    საკონსულტაციო შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ელგუჯა უნდილაშვილი.