• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    27
    სექტემბერი
    27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

    27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.

    თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომართა ხსოვნის პატივსაცემად, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, თვითმმართველობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა- მთიანეთის სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

    წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარმა მამა გრიგოლმა (მგელიაშვილი) დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

    27 სექტემბერს, ასევე, ჟინვალში 300 არაგველობა აღინიშნება.

    კრწანისის მთავარი ბრძოლიდან სამი დღის შემდეგ, ჟინვალში ერეკლეს შესაპყრობად 4000 მადევარი ლაშქრის დამმარცხებელი სამასი მთიელის მონუმენტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.

    საქართველოს ისტორიაში აფხაზეთისა და კრწანისის ომი შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.