აგვისტო
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც გააერთიანებს მაღალმთიანი ფშავის, ხევსურეთის, გუდამაყრისა და ბარის ტრადიციებს, დაგეგმილია ეთნო-კუთხეების მოწყობა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება ექნებათ გამოფინონ ტრადიციული ნაწარმი და პოპულარიზაცია გაუწიონ მას.
ღონისძიების წინამოსამზადებელი ეტაპის განსახილველად, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, სამუშაო ჯგუფის წევრებს და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ღონისძიება ყველა ასაკობრივი კატეგორიისათვის საინტერესო იქნება და დაგეგმილი აქტივობების გარდა, მასში მონაწილეობას ადგილობრივი მუსიკალური, ქორეოგრაფიული შემსრულებლები და ყველასათვის საყვარელი ჯგუფები "რეგიონი" და "გუფი-ლენდი" მიიღებენ.
ღონისძიების დეტალური განრიგი მუნიციპალიტეტის გვერდზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.