მერიის სიახლეები
ივნისი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მხარდაჭერით, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში უფასო სკრინინგ-აქცია გაიმართა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული აქციის ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდა: ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-70 წლამდე ქალბატონებისთვის), სკრინინგი B და C ჰეპატიტებზე, აივ ინფექცია/შიდსზე ტესტირება, არტერიული წნევის მონიტორინგი.
გამოკვლევები ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით განახორციელეს.
სკრინინგ-აქციას ესწრებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ასლამაზიშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი თეონა თოდუა და ა(ა)იპ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის" ხელმძღვანელი თამარ ანდრიაშვილი.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობისა და მსგავსი სამედიცინო აქციების რეგულარულად ჩატარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პროფილაქტიკურ და დიაგნოსტიკურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და დაავადებათა პრევენციას.


