• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    14
    აპრილი
    სოფ. ჭოპორტისა და სოფ. ახატანის სივრცითი დაგეგმარების გეგმის პროექტისა სგშ-ის ანგარიშის შესახებ

    2025 წლის 29 აპრილს, 12:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭოპორტისა და სოფ. ახატანის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის პროექტისა და აღნიშნული პროექტი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.

    სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციების მიღების მიზნით განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/  პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/e77cc739-bdd6-498f-89c7-
    025dd1d24357

    სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციების მიღების მიზნით განცხადებასთან/თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 19 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).