• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    14
    დეკემბერი
    სოფელ ახატანში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება

    ✅ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. მიმდინარე პროცესებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე გაეცნენ.

    🔸 ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სოფელ ახატანში კომპანიის მიერ მიმდინარე პროექტის მიხედვით წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 4 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.

    🔸 ამ ეტაპზე, საერთო სამუშაოთა 80% უკვე შესრულებულია.

    🔸 პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და სხვადასხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

    🔸 სოფელ ახატანში სამუშაოები 2023 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. შედეგად, 1200-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.