• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    14
    სექტემბერი
    სოფელ ბაგაში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა დასრულდა

    ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბაგაში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, ხოლო ამ ეტაპზე ხელშეკრულება დადებულია დაქსელვის თაობაზეც.

    არსებულ ვითარებას მოსახლეობასთან ერთად ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური.

    აღსანიშნავია, რომ ქსელის მოწყობის სამუშაოების განხორციელების შემდეგ გაუმჯობესებული ხარისხის სასმელი წყლით 140-მდე ოჯახი ისარგებლებს.