• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    სექტემბერი
    სოფელ მაღაროსკარში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

    სოფელ მაღაროსკარის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ახალი სასწავლო წლისათვის წარმატებით დასრულდა.

    პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა შიდა და გარე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, გაკეთდა ცივი და ცხელი წყლის, გარე წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემა, ასევე, შესასვლელი კიბე, პანდუსი და სხვა. ამასთან, ეზოში მოეწყო საბავშვო-გასართობი კონსტრუქციები, ხოლო სათამაშო მოედანი დაიფარა კაუჩუკის საფარით. უახლოეს პერიოდში კი ბაღი შესაბამისი ინვენტარითაც აღიჭურვება.

    დასრულებული სამუშაოები საბავშვო ბაღის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე მოინახულეს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბესიკ ბიჩნიგაურმა და მერის წარმომადგენელმა მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში კახა ბუთხაშვილმა.

    პროექტი 2020 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 230 000 ლარს აღემატება, ხოლო სამუშაოებს შპს „მეტალ+“ აწარმოებდა.