მარტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ოძისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.
მოეწყო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა.
საბავშვო ბაღი, კონტიგენტის ზრდასთან დაკავშირებით გაფართოებას საჭიროებდა.
ბაღი სამი სოფლის - ოძისის, ჭაშისა და ბაქაქურების მოსახლეობას ემსახურება.
დასრულებული სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ მოადგილეებთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან და მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ბიჩნიგაურთან ერთად დაათვალიერა.
დავით ნოზაძე ბაღის თანამშრომლებს შეხვდა და დეტალურად გაეცნო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 67500 ლარია, შეასრულა შპს „სპექტრმა“.