ნოემბერი
✅დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურად მიმდინარეობს.
🔷️გზის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება სოფლის მისასვლელში, სადაც 2.3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხები.
📍პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 307 000 ლარამდე შეადგენს.
➡️სოფელ შუახევში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და მოადგილე ოთარ ჩხეიძე.
💬რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა, ამიტომ, მსგავსი სახის სამუშაოები, სხვადასხვა ლოკაციაზე მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.